სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაქს ჰოლოუეი ნახევრადმსუბუქ წონაში დაბრუნებას აღარ აპირებს.
ამერიკელი მებრძოლი ერთი კვირის წინ სატიტულო ბრძოლაში ილია თოფურიასთან კარიერაში პირველად ნოკაუტით დამარცხდა და ახლა აცხადებს, რომ ამიერიდან მხოლოდ მსუბუქ წონაში იჩხუბებს.
„ნახევრადმსუბუქ წონაში ბრძოლებისთვის მზადების დროს, რამენის ჭამას ვერ ვახერხებ, ამიტომ ამას თავს ვანებებ, არ მინდა, რამენის ჭამა კვლავ ამეკრძალოს. ამიტომ, ზედა წონაში ვიქნები და სწორედ იქ მინდა დარჩენა.
ეს არის ახალი გამოწვევა, ახალი ისტორია. აქ ყველაფერი ახლიდან იწყება და ამას მოუთმენლად ველოდები. როგორც ვამბობ, არასოდეს თქვა არასოდეს." - აღნიშნა ამერიკელმა.
მსუბუქი წონის ჩემპიონი ამჟამად რუსეთის სახელით მოასპარეზე ისლამ მახაჩევია, რომელმაც ეს ჯილდო 2022 წლის ოქტომბერში მოიპოვა და მას შემდეგ თავისი ტიტულის დაცვა 3-ჯერ მოახერხა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები