ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანდრია ბართიშვილის სამედიცინო შემოწმება წარმატებით დასრულდა და მალე ხელშეკრულებაც ოფიციალურად გაფორმდება.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მეთოფეების პირველ გუნდს 2027 წლის ზაფხულში, ზუსტად 18 წლის ასაკში შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ანდრია თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, მამუკა ჯუღელის მენეჯერობის პერიოდში ფოთის კოლხეთში ირიცხებოდა, ხოლო მიმდინარე სეზონში იბერიის ღირსებას იცავს.
ამ ტრანსფერით ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ლონდონის არსენალის რიგებში ითამაშებს.