მარკამ გიორგი ქოჩორაშვილის თამაში შეაფასა.
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ლა ლიგის მე-8 ტურში ლევანტესა და სევილიას შორის გამართული დრამატული მატჩის (3:3) ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ქოჩორაშვილის თამაშზე გაამახვილა.
მიუხედავად იმისა, რომ სევილია სტუმრად ორბურთიანი უპირატესობით იგებდა და ლუის გარსია პლასას გუნდმა გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან, ქართველი ნახევარმცველის დინამიკური თამაში დადებითად შეფასდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სევილიას მთავარი პრობლემა თამაშის ტემპის გაკონტროლებისა და დინამიკის შენარჩუნების უუნარობა იყო.
გამოცემა ქოჩორაშვილზე წერს:
ქართველი ფეხბურთელი ბევრად უფრო დინამიური იყო და ყოველთვის ერთი შეხებით თამაშობდა. ქოჩორაშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ, სტუმრებმა დაკარგეს ის მოქნილობა, რომელიც მატჩის დასკვნით ეტაპზე მასპინძლების გამოსაფიტად იყო საჭირო.
სევილია 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, სტუმრად სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.