მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, საკუთარი გოლის აღნიშვნაზე ისაუბრა.
როგორც იცით, ქოჩორაშვილი გოლებს სუპერგმირის, კაპიტანი ამერიკას სტილში აღნიშნავს.
"ეს კაპიტანი ამერიკას აღნიშვნაა. როგორც მოგეხსენებათ, მისი ბავშვობის ისტორია ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია, ასე ვფიქრობ. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად არც დიდი ევროპული ფეხბურთისთვის.
მაგრამ ვფიქრობ, პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას." - აღნიშნა ლევანტეს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები