სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-9 ტურში ალავესმა საკუთარ მოედანზე ბარსელონა მიიღო და 0-3 დამარცხდა.
სამივე გოლი პირველივე ტაიმში გავიდა და სამივე მათგანის ავტორი ერთი ფეხბურთელი გახდა - რობერტ ლევანდოვსკი.
პოლონელმა თავდამსხმელმა გოლები მე-7, 22-ე და 32-ე წუთებზე გაიტანა და ბარსელონას პირადად მოუტანა 3 ქულა.
კატალონიელებმა ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვეს და 9 ტურის შემდეგ ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ.
რობერტ ლევანდოვსკის კი ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეორეადგილოსან აიოზე პერესს 4 გოლით უსწრებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები