ბრაზილიის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდო ნაზარიომ, კილიან მბაპე უმაღლესი შეფასებითა და კომპლიმენტებით აავსო.
რეალ მადრიდის ფრანგმა ვარსკვლავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფანტასტიკურად დაიწყო - ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფენომენომ L'Equipe-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მბაპეს სათამაშო სტილი, სადაც უსწრაფესი სირბილი და იდეალური რეალიზაცია ერთიანდება, მის საკუთარ პრაიმს აგონებს.
მბაპემ მუნდიალზე სენეგალისა და ერაყის ნაკრებებს დუბლები შეუსრულა, ნორვეგიასთან კი ორ საგოლე პასს დასჯერდა. დიდიე დეშამის საფრანგეთმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, 10 გოლი გაიტანა და 1/16 ფინალში შვედეთს დაუპირისპირდება.
მადრიდის რეალის ფეხბურთელები მიმდინარე ტურნირზე დომინირებენ - მათ ანგარიშზე უკვე 11 გოლია (მბაპე 4, ვინისიუსი 4, ბელინგემი 2, გიულერი 1), რაც კლუბს 1998 წლის რეკორდის (12 გოლი) მოხსნასთან აახლოებს.