მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს მორიგი მერვედფინალი პორტუგალიის და სლოვენიის ნაკრებებს შორის უკიდურესად დაძაბული და დრამატული გამოვიდა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. პირველი ექსტრა-ტაიმის მიწურულს დიოგუ ჟოტამ პენალტი მოიპოვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და კარში მდგომ იან ობლაკს ვერ აჯობა - სლოვენიელთა კაპიტანმა პორტუგალიელს კუთხე გამოუცნო და გოლი არ გაატანინა.
ექსტრა-ტაიმების შესვენებაზე კრიშტიანუმ ამის გამო ცრემლებიც კი ვერ შეიკავა და მთელ გუნდს მისი დამშვიდება მოუწია.
პორტუგალიელები გავარდნას კიდევ უფრო მეტად მეორე ექსტრა ტაიმში მიუახლოვდნენ, როცა პეპეს მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ, შეშკო მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, თუმცა დიოგუ კოშტას ვერ აჯობა.
საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც რონალდუს და მთლიანი პორტუგალიის გადამრჩენლად სწორედ გოლკიპერი დიოგუ კოშტა მოგვევლინა - პორტუს მეკარემ სლოვენიელთა სამივე პენალტი ბრწყინვალე სტილში მოიგერია, პორტუგალიელთა მხრიდან კი რონალდუმ, ბრუნომ და ბერნარდო სილვამ თავიანთი დარტყმები უზადოდ შეასრულეს და პორტუგალიამ პენალტების სერიაში 3:0 მოიგო.
ამრიგად, პორტუგალია ევრო 2024-ს 1/4 ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
11 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ