მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
როტერდამის 500-იანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
პირველ შეხვედრაში ავსტრალიელმა ალექს დე მინორმა ტურნირის სენსაცია, იტალიელი მატია ბელუჩი მარტივად, 6:1 6:2 დაამარცხა.
მეორე შეხვედრაში კი კარლოს ალკარასსა და უბერტ ჰურკაჩს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტი გახდა საჭირო. საბოლოოდ, 2 საათსა და 23 წუთში გამარჯვება ესპანელს, 6:4 6:7 (5) 6:3 დარჩა.
შესაბამისად, უკვე დღეს, 9 თებერვალს, ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ალკარასი და დე მინორი დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები