სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-4 ტურში საბერძნეთმა პირეოსში ირლანდიის ნაკრები მიიღო.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი კი სწრაფი გოლით დაიწყო. 48-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასეტასმა გაიტანა გოლი, რომელიც გარდაცვლილ ჯორჯ ბალდოკს მიუძღვნა.
ბერძნებმა უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და 91-ე წუთზე გამარჯვება საბოლოოდ გაინაღდეს. კომპენსირებულ დროში პეტროს მანტოლასმა ანგარიში 2-0 გახადა და მასპინძლებს 3 ქულა გაუნაღდა.
ბერძნებმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ თანაგუნდელ ჯორჯ ბალდოკს კიდევ ერთი გამარჯვება მიუძღვნეს.
საბერძნეთის ეროვნულ გუნდს B ლიგის მე-2 ჯგუფში ჩატარებულ 4 მატჩში 4 მოგება აქვს და 12 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მე-2 ადგილზე ინგლისია 9 ქულით, ირლანდიას 3 ქულა აქვს, ბოლო ადგილზე კი ფინეთია უქულოდ.
პარალელურად გამართულ მატჩში ავსტრიამ ნორვეგია 5-1 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან გოლები არნაუტოვიჩმა (2), ლინჰარტმა, პოშმა და გრეგორიჩმა გაიტანეს, ნორვეგიელთა შემადგენლობაში კი ერთადერთი გოლის ავტორი ალექსანდერ სორლოტი გახდა.
B ლიგის მე-3 ჯგუფში ამ მატჩის შემდეგ დაძაბულობაა. 4 ტურის შემდეგ 3 გუნდს 7-7 ქულა აქვს - ნორვეგიას, ავსტრიასა და სლოვენიას, ყაზახეთი კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები