სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 14 კალათბურთელით შეიკრიბა. თბილისიდან ჩასულ 10 მოთამაშეს 4 კალათბურთელი დახვდა. ნაკრებში მხოლოდ კაპიტანს ელოდებიან, რომელიც ჰელსინკიში თამაშის დღეს, 21 ნოემბერს იტალიიდან ჩავა. თორნიკე შენგელიას 20 ნოემბერს ევროლიგაში, მატჩი ელის ფენერბაჰჩესთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინეთში გაემგზავრება.
ნაკრების განაცხადი ფინეთთან მატჩებისთვის ასეთია:
გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, კამარ ბოლდუინი, თორნიკე შენგელია.
საქართველოსთან და ფინეთთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში სერბეთისა და დანიის ნაკრებები არიან.
ფინეთს, როგორც ევრობასკეტ 2025-ის ერთ-ერთ მასპინძელს, ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი ჯგუფიდან კიდევ 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მატჩები 2025 წლის მარტში დანიასთან და სერბეთთანაც ელის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები