მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ტრავმირებული კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარეშე, ლატვიასთან 55:83 განადგურდა.
შენგელიას არყოფნის გამო, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა სასტარტო ხუთეულში რატი ანდრონიკაშვილი, ჯო ტომასონი, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი კორსანტია და გოგა ბითაძე შეიყვანა, თუმცა მის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა და ნაკრები დიდი ანგაარიშით დამარცხდა.
ჩვენი გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 14 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
ოლიმპიადაზე მოსახვედრი დარჩენილი 4 საგზურისთვის ამჟამად 26 საკალათბურთო ნაკრები იბრძვის, საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია მოხვედრილი და ლატვიის გარდა, მეტოქედ ფილიპინები ჰყავს.
4 ივლისს, საქართველოს ნაკრებს ფილიპინების ნაკრებთან გადამწყვეტი მატჩი ექნება, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც, პლეი-ოფში გადაინაცვლებს და ბრძოლას B ჯგუფის პირველადგილოსნის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნახევარფინალები 6 ივლისზეა დაგეგმილი, ფინალი კი 7 ივლისს შედგება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
15 დღის წინ
3 დღის წინ
11 დღის წინ
6 დღის წინ