მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის მთავარ მწვრთნელ არნე სლოტზე ისაუბრა.
"სანამ სლოტთან ვიმუშავებდი, არ ველოდი, რომ ის ასეთი კარგი იყო. შემდეგ მუშაობა დავიწყეთ და საერთოდ აღარ მიკვირს, ის დიდებულია პატარა დეტალებსა და ტაქტიკაში. არ აქვს ეგო, როცა შეცდომას უშვებს." - განაცხადა ეგვიპტელმა TNT Sports-თან.
სალაჰმა ასევე არჩევანი გააკეთა ამ სეზონში პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შორის.
"წელს პრემიერ ლიგის მოგება უფრო მინდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის. როგორც მე, ისე მთელ გუნდს გვსურს ეს."
ლივერპული როგორც ინგლისის ჩემპიონატის, ისე ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თავად ეგვიპტელი კი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ის ასევე ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტიცაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები