მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ განმარტა, რატომ ვერ ხვდება სასტარტოში ჯეკ გრილიში.
„სანამ გრილიში ფორმას ინარჩუნებს, სასტარტოში ადგილზე პრეტნეზია სულ ექნება. მან თავის თავთან უნდა იბრძოლოს. სავიო ამჟამად მასზე კარგ ფორმაშია და ამიტომ, სწორედ მას ვაყენებ.
მინდა ვიხილო ის ჯეკი, რომელთან ერთადაც ტრებლი მოვიგეთ. თუმცა, ვცდილობ საკუთარ თავთანაც ვიყო გულწრფელი. მათ სასტარტოში ადგილისთვის ბრძოლა უწევთ. ჯეკმა შეიძლება თქვას, რომ ეს უსამართლობაა და თუ ასე ფიქრობს, ეს ნორმალურიც არის.
თუმცა, ის მუდმივად უნდა ამტკიცებდეს, საკუთარ თავს უთხრას, რომ სავიოსთან უწევს კონკურენცია და ამ პოზიციაზე თამაში დაიმსახუროს. ის ამას უნდა აკეთებდეს ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები