მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ბორნმუთმა საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
38-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა დევიდ ბრუკსის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. პირველი ტაიმი მერსისაიდელებმა 0-1 მოიგეს.
75-ე წუთზე სალაჰმა დუბლი შეასრულა და ლივერპულს 3 ქულაც მოუტანა, შეხვედრა არნე სლოტის გუნდის გამარჯვებით 0-2 დასრულდა.
23 მატჩის შემდეგ ლივერპლს 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. პირველობა განიმტკიცა ბომბარდირთა დავაში მოჰამედ სალაჰმაც, რომლის ანგარიშზეც 21 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები