3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში დინამო თბილისმა დინამო არენაზე თელავი მიიღო და მეტოქე 5-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-20 წუთზე საბა ხვადაგიანმა გახსნა, 38-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე ვახტანგ სალიამ გაზარდა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ნიკა ნინუამ მიითვალა.
მე-60 წუთზე 17 წლის სალიამ დუბლი შეასრულა, აქედან 6 წუთში კი ვასილიოს გორდეზიანმა ანგარიში 4-0 გახადა.
77-ე წუთზე დეიან ჯორჯიევიჩმა სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე კი მათე ვაწაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო თბილისს ამ გამარჯვების შემდეგ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, თელავი კი 24 ქულით ბოლო ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები