მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ნოემბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.
სკუადრა აძურა 14 ნოემბერს სტუმრად ბელგიას დაუპირისპირდება, 17-ში კი საკუთარ მოედანზე საფრანგეთს უმასპინძლებს.
პირველად ნაკრებში მოიწვიეს ფიორენტინას მცველი პიეტრო კომუცო, იუვენტუსის მცველი ნიკოლო სავონა და ლაციოს ნახევარმცველი ნიკოლო როველა.
სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ალესანდრო ბასტონი და ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო და ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ანდრეა კამბიასო, ფედერიკო გატი და ნიკოლო სავონა (იუვენტუსი), პიეტრო კომუცო (ფიორენტინა), კალებ ოკოლი (ლესტერი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა და დავიდე ფრატეზი (ინტერი), ნიკოლო პიზილი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო როველა (ლაციო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), დანიელ მალდინი (მონცა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები