მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს ორი გუნდი სან ანტონიო სპურსისა და ინდიანა პეისერსის სახით NBA Global Games-ის ფარგლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზს ესტუმრა. გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ.
პირველი მატჩი სპურსის გამარჯვებით 140-110 დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მეორე შეხვედრაში კი უკვე ინდიანამ იმარჯვა 136-98. ქართველს ამჯერადაც 11 წუთი მიეცა, მისი მონაგარი კი 3 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
სან ანტონიო 43 მატჩში 20 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, ინდიანა კი 45 შეხვედრაში 25 გამარჯვებით აღმოსავლეთში მე-5 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები