სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა 2024 წლის ბოლო მატჩში ჩეხეთთან წაგებაზე ისაუბრა.
„ძალიან ბევრ ფეხბურთელს ცუდი თამაში ჰქონდა. დაგვაკლდა აგრესიაც, ინტენსიურობაც და ბრძოლისუნარიანობაც. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში ვცადე, შეტევას დროსთან ერთად უფრო და უფრო ვაძლიერებდით.
თუმცა, ასეთი დონის ნაკრებთან ორი სწრაფი გოლის მიღების შემდეგ, თამაშის შემოტრიალება ძალიან რთული ხდება.
პირველი ნახევარი საათი საშინლად ვითამაშეთ და სწრაფი რეაგირება იყო საჭირო, ჩვენსავე დონეს საერთოდ ვერ შევესაბამებოდით. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია. ბოლოდროინდელმა წარმატებებმა დიდი მოლოდინი გააჩინა, ახლა კი უნდა დავფიქრდეთ, შევიცვალოთ და ისევ წინსვლა გავაგრძელოთ.
მიუხედავად მარცხისა, ვფიქრობ, რომ ბოლო ოთხ მატჩში არაერთი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით. დღესაც ბევრჯერ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ ზოგადად შეტევაზეც გვაქვს სამუშაო და დაცვაზეც, იმიტომ რომ ასეთ მაღალ დონეზე თამაშის დროს წვრილმანებია მნიშვნელოვანი." - აღნიშნა სანიოლმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები