მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ალბანეთთან მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, დღეს გადამწყვეტი აღმოჩნდა ის საუბარი, რომელიც ფეხბურთელებთან შესვენებაზე მქონდა. პირველ ტაიმში ბევრი რამ არ მომეოწნა, მაგრამ შესვენებაზე კარგად ვისაუბრეთ. შეცდომების გამოსწორება და უფრო აგრესიულად თამაში ვცადეთ და ჩემი აზრით, გამარჯვება დავიმსახურეთ.
პირველ ტაიმში მიღებული ძლიერი დარტყმის შემდეგ, კვარაცხელიამ მთელი თამაში ტკივილით ჩაატარა. უნდოდა, მოედანზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორი გუნდური მოთამაშეა ის და რამდენად კარგი ატმოსფერო გვაქვს გასახდელში. ბოლო 15-წ0 წუთში მეტი მოძრაობა დაგვჭირდა, ამიტომ მის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი გამოვიყვანე და მან თავისი დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულა.
ამ ლიგაში ყველა თამაში რთულია. შემდეგ მატჩამდე ერთი თვეა, ფეხბურთელები კლუბებში ბრუნდებიან და იმედია, მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდებით. საჭიროა, რომ ოქტომბერშიც იგივე მიდგომით და გარემოთი ვითამაშოთ, წარმატების მიღწევა მხოლოდ ასეა შესაძლებელი." - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები