საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველო - თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო და დაწყებიდან სამსაათნახევარში ყველა ბილეთი გაიყიდა.
საქართველო-ბულგარეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს დაიწყება.
ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.