Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იტალიასთან მერვედფინალური ბრძოლა დათმო.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში გამარჯვების მოპოვება ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ მოახერხეს.
ეთერ ასლიკაშვილმა, სოფიო სომხიშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა კი სამწუხაროდ მარცხი იწვნიეს.
იტალია 2:3-ს იგებდა, მეექვსე ბრძოლაში სულამანიძემ მეტოქე ბოლო წამებზე იპონით დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში გადაიყვანა საქმე, სადაც ლოტოტრონზე შავდათუაშვილის წონა ამოვიდა.
სამწუხაროდ, ლაშამ ვერც გადამწყვეტ ბრძოლაში შეძლო თავის გამოჩენა და გუნდურში ზედიზედ მეორე, ოლიმპიადაზე კი მესამე ბრძოლა წააგო.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობა ნაადრევად დაასრულა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები