Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლის დასახელებულ განაცხადში ერთი განსაკუთრებული სიახლე შეინიშნება.
ეროვნულ გუნდს ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა, უბრუნდება.
კანკავას საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული და წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანიც იყო.
ჯაბამ ბოლო შეხვედრა ნაკრების მაისურით 2021 წლის 9 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა.
“ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნებულიყო. მას სანაკრებო კარიერისგან შესვენება სურდა, ეს მოცემულობა უნდა მიგვეღო. მას ვესაუბრე და დამიდასტურა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუნდაც 1 გატარებული წუთით მოედანზე. გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ მიდგომამ გამიადვილა " - ციტირებს სანიოლის სიტყვებს Geo Team.
საქართველოს ნაკრების განაცხადი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში ლუქსემბურგს დაუპირისპიდება. მატჩამდე 8 დღეა დარჩენილი
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ
7 საათის წინ