სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთში 10 კალათბურთელით მიემგზავრება, სადაც 4 მოთამაშე დახვდება, კაპიტანი თორნიკე შენგელია კი გუნდს თამაშის დღეს, 21 ნოემბერს შეუერთდება. ჰელსინკის დედაქალაქში წამსვლელი 10 მოთამაშე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დაასახელა.
თბილისიდან ჰელსინკიში ეროვნული ნაკრები ამ 10 მოთამაშით გაემგზავრება: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე.
საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი დახვდებიან. თორნიკე შენგელიას ვირტუსი კი 20 ნოემბერს ბოლონიაში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს და თორნიკე იმავე საღამოს ჰელსინკიში გაემგზავრება.
შესაბამისად, ჰელსინკიში თავს მოიყრის 15 კალათბურთელი, რომელთაგან თამაშის წინა დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები