Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილია თუ ვინ განსჯის გადამწყვეტ მატჩს 26 მარტს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ცნობილი პოლონელი მსაჯი შიმონ მარცინიაკი იქნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯია, ამაზე მისი რეზიუმეც მეტყველებს.
მარცინიაკს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ანდეს არგენტინასა და საფრანგეთს შორის, იმავე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალიც განსაჯა, რომელშიც ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ინტერი დაუპირისპირდნენ, ამით კი გახდა მეორე მსაჯი ისტორიაში, რომელიც ერთ სეზონში მუნდიალისა და ლიგის ფინალების მთავარი არბიტრი იყო.
43 წლის პოლონელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა განსაჯა , ჯამში კი მოთამაშეებს 141 ყვითელი და 3 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 11 პენალტი დანიშნა.
მარცინიაკმა 2021 წლის 21 მარტს საბერძნეთისა და საქართველოს შეხვედრაში იმსაჯა. ის შეხვედრა 1-1 დასრულდა. ოთარ კაკაბაძემ საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველებს ქულა მოუპოვა.
26 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი დინამო არენაზე ბერძნებს უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეეცდება.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ
7 საათის წინ