Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!
როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.
ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.
მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!" - წერია ფედერაციის განცხადებაში.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის მატჩებს 18, 22 და 26 ივნისს გამართავს. მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან, შეხვედრები კი დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში გაიმართება.
კომენტარები
1 დღის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ