-
Aa
+
ფონტის ზომა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედგაცრუებულია.
Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას ითხოვდა, თუმცა მისი სურვილი ვერ შესრულდა.
ნეაპოლიტანელთა მთავარ მწვრთნელს გუნდში ალეხანდრო გარნაჩოს ან კარიმ ადეიემის ხილვა სურდა, თუმცა ვერცერთ მათგანს კლუბი პირად კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა.
გარნაჩოს და ადეიემის გარდა, კლუბი ფრანგ ალან სენტ მაქსიმენთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა არც ეს ტრანსფერი გამოვიდა. ერთადერთი შემტევი, რომელიც პარტოპონეიმ დაიმატა - მილანის შემტევი, ნოა ოკაფორია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები