მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
22 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გარეტ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების შანსები შეაფასა ევრო 2024-ზე.
„ბოლო ხუთი თუ ექვსი წელია სტაბილურ თამაშს ვაჩვენებთ. ვფიქრობ, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შევდიოდით, იმიტომ რომ სულ კარგ შედეგებს ვაღწევდით. ახლა პლეი-ოფში დიდი მატჩების ჩატარების გამოცდილებაც გვაქვს, რომელიც კარგად გვეხმარება.
გარდა ამისა, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკლუბო დონეზე გამარჯვებების გამოცდილებაც დააგროვეს, ამიტომ მივეკუთვნებით იმ გუნდებს, რომლებიც ბოლომდე თავდაჯერებულები არიან, რომ ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ. ძალიან ხშირად გუნდები ამტკიცებენ, რომ ტურნირზე მოსაგებად მიდიან, მაგრამ ამას ვერაფრით ასაბუთებენ.
ჩვენი სიტყვები კი მტკიცდება საქმით. მეტიც, ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან ერთ დარტყმაში ვიყავით, ამიტომ ვიცით, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერია. ახლა, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიწიოთ.“ - აღნიშნა საუთგეიტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 საათის წინ
10 წუთის წინ
3 საათის წინ
14 წუთის წინ