"საჟი ლიონის დიდი ქამბექის შემოქმედია" - მიქაუტაძე გათავისუფლებულ მწვრთნელზე
23 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძე ლიონის მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ნამდვილი ენთუზიასტი, ახლოს თავის მოთამაშეებთან, რომელსაც არასდროს მოუტყუებია და თავისი მაქსიმუმი გაიღო ლიონისთვის. მადლობა ყველაფრისთვის, მწვრთნელო." - დაწერა ქართველმა X-ზე.
მიქაუტაძე საჟის წასვლის საკითხს პრესკონფრენციაზეც შეეხო.
"დიახ, რა თქმა უნდა, ეს მე და ყველა იმ მოთამაშეს შეეხო ვისთან ერთადაც მწვრთნელმა გასულ წელს დიდი საქმე გააკეთა. ვიცით, რომ ის დიდი ქამბექის შემოქმედია, რომელმაც გუნდი ევროპა ლიგაზეც გაიყვანა.
მისი წასვლის შემდეგ ჩვენ მატჩისთვის ისე მოვემზადეთ, როგორც სხვა შემთხვევაში, როცა ის ჩვენი მწვრთნელი იყო.
პიერ საჟს გასულ წელს შევხვდი. ის არის კაცი, რომელიც ღიაა დისკუსიის მიმართ და თავის შემადგენლობას კარგად ეწყობა. მე აქ წინა სეზონში არ ვიყავი, მაგრამ მისი წყალობით გუნდმა დიდებული ქამბექი შეასრულა." - განაცხადა ქართველმა.
პიერ საჟი ლიონშ 2023 წელს დაინიშნა, როცა გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, სეზონის ბოლოს კი ოლიმპიკი ევროპა ლიგაზე გავიდა. სპეციალისტი ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგის გამო გაათავისუფლა. მის სავარაუდო შემცვლელად პაულო ფონსეკა განიხილება.
ცხრილში მე-5 ადგილზე მყოფი ლიონი ევროპა ლიგის ბოლო ტურში ლუდოგორეცს უმასპინძლებს.
თ
თაზო ჩარკვიანი