6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილთან რევანშის სურვილი გამოთქვა.
ქართველმა ამერიკელი მებრძოლი 2024 წლის თებერვალში დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის პირველი კონტენდერიც ამ გამარჯვების შემდეგ გახდა.
„რევანში მერაბთან? 100%-ით კი. საუკეთესო რამ გამარჯვებაა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია გამარჯვება, რომლითაც პასუხს უბრუნებ, რევანში.
ასეთ დროს, მოგების გარდა ბევრ რამეს ამტკიცებ კიდეც. ასე მქონდა ჯონსონთან: პირველი ბრძოლა სამ წუთში წავაგე, შემდეგ კი დავბრუნდი და მოვუგე." - აღნიშნა UFC-ს ექს-ჩემპიონმა და თავისუფალი ჭიდაობის ოლიმპიური ოქროს მფლობელმა.
დვალიშვილის თქმით, მისი მომდევნო ბრძოლა ივნისში გაიმართება და მეტოქე ან პიოტრ იანი იქნება, ან შონ ო'მალი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები