-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ათავისუფლებს და ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
"თოფურია გრძნობს, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ამ დივიზიონში და თავისი მემკვიდრეობა გაამყარა, მის სხეულს აღარ შეუძლია ამ წონის დაფიქსირება.
ამიტომ თოფურია მსუბუქ დივიზიონში ავა და ქვემსუბუქი წონის ტიტულს გაათავისუფლებს." - განაცხადა უაითმა.
უაითის თქმით, უკვე ცნობილია თუ ვინ იბრძოლებს ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის.
UFC 314-ზე, რომელიც 13 აპრილს მაიამიში გაიმართება, სატიტულო ბრძოლაში ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები