მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-მ მებრძოლებს ორი წონის ჩემპიონობა აუკრძალა.
ამის შესახებ ბრაზილიელმა მებრძოლმა დიეგო ლოპესმა ისაუბრა, რომელიც აპრილში ქვე-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის, რომელიც ილია თოფურიამ გაათავისუფლა, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეებრძოლება.
„ყველაფერი ძალიან მკაფიოდ გვითხრეს. არა, საუბარი იმაზე არ ყოფილა, რომ ჩემპიონს სხვა წონაში ძალების მოსინჯვის საშუალებას არ მისცემენ, არა.
მაგრამ, თუ სხვა დივიზიონში გინდა გადასვლა, მაშინ ქამარი უნდა დათმო. ამის შესახებ შეატყობინეს ყველა ჩემპიონს, ვინც სხვა წონაში აპირებს გადასვლას.
ორმაგი ჩემპიონობის მოპოვების ბოლო მცდელობა ვოლკანოვსკის ჰქონდა, რომელმაც 2023 წელს ორჯერ წააგო ისლამ მახაჩევთან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები