1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როტერდამის 500-იანი ტურნირის ფინალში კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორის წინააღმდეგობა გატეხა.
გადამწყვეტი შეხვედრა 1 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა და ესპანელის გამარჯვებით 6:4 3:6 6:2 დასრულდა.
ალკარასმა სეზონის პირველი და კარიერაში მე-17 ტიტულის მოგება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ კარლოსისთვის ეს პირველი მოგებული ტურნირია გადახურულ ჰარდ კორტებზე, აქამდე ჰარდზე ის მხოლოდ ღია ცის ქვეშ იგებდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები