სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სიმონე ინძაგის ინტერის ხელმძღვანელობასთან სეზონის ცუდი დასაწყისის გამო გასაუბრება მოუწევს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დღევანდელ ვარჯიშს ინტერის პრეზიდენტი ბეპე მაროტა, ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი და სხვა ხელმძღვანელები დაესწრებიან. მათ სეზონის სტარტზე შექმნილი პრობლემების მწვრთნელთან გავლა სურთ.
თუმცა, წყარო ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა, ამ ეტაპზე მღელვარება არაც მწვრთნელს აქვს და არც ხელმძღვანელობას. შესაბამისად, იტალიელს გუნდიდან გაშვება არ ემუქრება.
თავად ინძაგი დარწმუნებულია, რომ სიტუაციის შეცვლას მოახერხებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები