საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ევროლიგაზე სერბული პარტიზანის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
შეხვედრის შემდეგ შენგელია საბერძნეთის ნაკრებთან 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ათენში გაფრინდა.
თორნიკემ დუბაისა და პარტიზანის შეხვედრაში, რომელიც სერბების გამარჯვებით, 84:71 დასრულდა, მოედანზე 22 წუთი გაატარა და აქტივში 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. პარტიზანს 21 ქულით კარლიკ ჯონსმა ულიდერა.
მატჩის დასრულებისთანავე კაპიტანი აეროპორტისკენ გაემართა, რათა დღეს, 26 ნოემბერს გასამართ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში ეროვნულ ნაკრებს შეუერთდეს.