სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვოიცეხ შესნიმ ბარსელონაში საკუთარ სათამაშო დროზე ისაუბრა.
"ბარსაში პირველი ნომრობის არანაირი გარანტია არ მქონია. ფეხბურთში გარანტიები არ არსებობს.
მე აქ კონკურენციისთვის ვარ. თუ ამ შეჯიბრში დავმარცხდი და ინიაკი პენიამ ამ სეზონში კარგად ითამაშა, გული არ დამწყდება. კლუბმა დახმარება მთხოვა და მე ამას გავაკეთებ." - განაცხადა პოლონელმა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ ბარსელონა ვოიცეხ შესნის დაუკავშირდა, რომელმაც გასულ ზაფხულს საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
პოლონელი მეკარე კატალონიური კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა და კარიერა აღადგინა. 34 წლის მოთამაშემ ბლაუგრანასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები