მანჩესტერ იუნაიტედმა ბელგიის ნაკრების კაპიტანი გაიფორმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იური ტილემანსი ასტონ ვილადან კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს.
მანკუნიანელებმა ასტონ ვილასთან ბელგიელი ნახევარმცველის კონტრაქტში არსებული €41-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი გაააქტიურეს. ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მას შემდეგ, რაც პარასკევს იუნაიტედსა და ედერსონს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა, კლუბმა მყისიერად იმოქმედა და ანდრეი სანტოსის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, ტილემანსი მანჩესტერელთა მომდევნო ახალწვეული გახდება.
როგორც იცით, ატალანტას ბრაზილიელი ნახევარმცველის, ედერსონის ტრანსფერი მანჩესტერს მსოფლიო ჩემპიონატამდე ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა მისი სამედიცინო შემოწმებით უკმაყოფილო დარჩა და ფეხბურთელის შეძენაზე უარი თქვა.