მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მანჩესტერ სიტისა და ლანსს შორის შეთანხმება შედგა და აბდუკოდირ ხუსანოვი კარიერას ინგლისურ კლუბში გააგრძელებს.
სიტი ფრანგულ კლუბს 40 მილიონ ევროზე შეუთანხმდა. ლანსი შემოთავაზებას დათანხმდა, მოთამაშის სამედიცინო შემოწმება კი მომდევნო დღეებში ჩატარდება.
ხუსანოვი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გააფორმებს. 20 წლის ცენტრალურ მცველს უზბეკეთის ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.
ხუსანოვი ხდება პირველი უზბეკი ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები