მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანული პრესის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და დევიდ მოიესი ევერტონის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება.
61 წლის სპეციალისტი კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
ბრიტანელმა ევერტონის მენეჯმენტთან და მფლობელებთან საუბრის შემდეგ პროექტი მოიწონა და შემოთავაზებას დათანხმდა.
მოიესი გუნდის თავკაცის პოსტზე შონ დაიჩს შეცვლის. შოტლანდიელი სპეციალისტი ევერტონს 2002-დან 2013 წლამდე წვრთნიდა, შემდეგ კი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელა.
ევერტონი 19 მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ იფსვიჩს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები