-
Aa
+
ფონტის ზომა
ევერტონმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შონ დაიჩი გაათავისუფლა. უმწვრთნელოდ დარჩენილ გუნდს კი FA თასზე პიტერბოროს წინააღმდეგ თამაში ჰქონდა. ევერტონს აღნიშნულ შეხვედრაში კლუბის ლეგენდები, ლეიტონ ბეინსი და შიმუს კოულმენი ჩაუდგნენ სათავეში.
ლეიტონ ბეინსი 2007-დან 2020 წლამდე ევერტონის მარცხენა მცველი იყო. მან პრემიერ ლიგაში კანფეტების მაისურით 348 მატჩი ჩაატარა, ინგლისის ნაკრების ღირსება კი 30-ჯერ დაიცვა. დღეს ბეინსი ევერტონის 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია.
რაც შეეხება შიმუს კოულმენს, ირლანდიელი მარჯვენა მცველი 2009 წლიდანაა გუნდის წევრი და დღემდე კაპიტანია. მან ევერტონის მაისურით 367 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, ირლანდიის ნაკრების მაისური კი 73-ჯერ მოირგო, ნაკრებში ერთადერთი გოლია მის ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს გაუტანა.
ევერტონის გადაწყვეტილებით კი უმწვრთნელოდ დარჩენილ გუნდს ერთ დროს გუნდის ფლანგის მცველთა უცვლელი დუეტი გაუძღვა. ევერტონმა პიტერბორო 2-0 დაამარცხა და FA თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შონ დაიჩის შემცვლელად ლივერპულული გუნდი დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები