Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების და აიაქსის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ფრანგულ მეცში გააგრძელებს.
კლუბებმა 6-თვიან იჯარაზე და გამოსყიდვის უფლებაზე მოილაპარაკეს, გიორგი დღეს საფრანგეთში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
მიქაუტაძე აიაქსში სწორედ მეციდან გასულ ზაფხულს 16 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა თავის საყვარელ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე არცერთი თამაშის ჩატარების საშუალება არ მიეცა.
მიქაუტაძემ მეცის მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა, გასულ სეზონში ის გუნდს ლიგა 1-ში ამოსვლაში დაეხმარა.
კომენტარები
7 საათის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ