Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთის თასის 1/8 ფინალში სამსუნსპორი 2-1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 68-ე წუთზე სამსუნსპორმა გახსნა, თუმცა ქართველი მწვრთნელის შეგირდებმა შეძლეს თამაშის მობრუნება.
თურქულ გუნდს იტალიელმა მოთამაშეებმა მოაგებინეს. ჯერ 72-ე წუთზე დავიდე ბირასკიმ, ხოლო 89-ე წუთზე ფლავიო პაოლეტიმ გაიტანეს გოლები და ქარაგიუმრიუქი თასის 1/4 ფინალში გაიყვანეს.
ტურნირს შემორჩენილი არიან თურქული გრანდებიც. გალათასარაი, ფენერბაჰჩე, ბეშიქთაში და ტრაბზონსპორი თავიანთ 1/8 ფინალურ დაპირისპირებებს მოგვიანებით გამართავენ.
კომენტარები