მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის შტურმი ჰარტბერგს დაუპირისპირდა და მეტოქე 1-3 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველმა ნახევარმცველმა მე-60 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 0-2 გახადა, 90-ე წუთზე კი კიტემ უკვე ასისტი გააკეთა, რომელიც იონ გორენც სტანკოვიჩმა გარდასახა გოლად და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ოთარმა Sofascore-ის მიხედვით 8.0 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მან 8-დან 5 დუელი მოიგო.
ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველს უკვე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც შეეხება შტურმს გუნდი საჩემპიონო ჯგუფში 32 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს პირველადგილოსან ზალცბურგსაც.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, გრაცელები კი ავსტრიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
2 დღის წინ
12 საათის წინ