იგა შვიონტეკმა უიმბლდონზე ისტორია დაწერა.
ფინალურ შეხვედრაში პოლონელმა ჩოგბურთელმა ამანდა ანისიმოვა 58 წუთში 6:0 6:0 დაამარცხა.
შვიონტეკი გახდა ღია ერას ისტორიაში მხოლოდ მე-2 ქალი ჩოგბურთელი, რომელმა გრენდ სლემის ფინალში მეტოქეს არცერთი გეიმი არ დაუთმო.
აქამდე, ეს მხოლოდ შტეფი გრაფს ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც 1988 წლის როლან გაროსის ფინალში ნატაშა ზვერევა დაამარცხა გეიმის წაუგებლად.
უშუალოდ უიმბლდონზე მსგავსი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. ყველაზე ახლოს ამასთან ბილი ჯინ კინგი იყო, რომელმაც 1975 წელს ევონ გულაგონგ ქავლი 6:0 6:1 დაამარცხა.