სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს შემაჯამებელი ტურნირის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფმა, იანიკ სინერმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და შარშანდელი ფინალისტის გამარჯვებით, 6:3 6:4 დასრულდა.
სინერმა მატჩში 8 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, დე მინორმა კი აუღებელად 3-ჯერ ჩააწოდა, 2-ჯერ კი ბურთი თამაშში საერთოდ ვერ შეიყვანა.
ამრიგად, იტალიელმა საშინაო კედლებში ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა.
ხვალინდელ სათამაშო დღეს კარლოს ალკარასის და კასპერ რუუდის დაპირისპირება გახსნის, საღამოს სესიაში კი ერთმანეთს ალექს ზვერევი და ანდრეი რუბლევი დაუპირისპირდებიან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები