ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში საჩემპიონო ბრძოლაში მყოფი მანჩესტერ სიტი ნოტინგემ ფორესტს ესტუმრა.
შეხვედრაში ქალაქელებმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს. 32-ე წუთზე ანგარიში იოშკო გვარდიოლმა გახსნა, 71-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში 0-2 ერლინგ ჰალანდმა დააფიქსირა, რომელიც 2 მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ორივე გოლის შემთხვევაში საგოლე გადაცემა კევინ დე ბრუინმა გააკეთა.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 79 ქულა დააგროვა და ლიდერ არსენალს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გვარდიოლას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
არსენალს 3 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი (ბორნმუთი, მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი), სიტის კი 4 (ვულვზი, ფულემი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი).
კომენტარები
1 დღის წინ
13 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ