-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისურ საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟია. PGMOL-ის (ინგლისელ მსაჯთა მმართველი ორგანო) ოფიციალური განცხადებით, მსაჯ დევიტ კუტს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ საქმიანობა შეუჩერდა.
ვიდეოში კუტი ლივერპულისა და გუნდის ყოფილი მწვრთნელის, იურგენ კლოპის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოირჩევა.
PGMOL-მა ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო და პროცესის დასრულებამდე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.
დევიდ კუტმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში სწორედ ლივერპულის მატჩი განსაჯა, რომელშიც მერსისაიდელებმა ენფილდზე ასტონ ვილა 2-0 დაამარცხეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები