Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანი დიდ სკანდალში გაეხვა.
სლოვაკური გუნდი შუასასეზონო შეკრებაზე კატარში იმყოფება, სადაც ამხანაგურ მატჩებს მართავს.
დღევანდელ შეხვედრაში კი ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე მოსკოვის დინამო იყო. ამ ფაქტს როგორც სლოვაკეთში ისე მეზობელ ქვეყანაში დიდი აღშფოთება მოჰყვა.
პრაღის სლავიამ ბრატისლავურ გუნდს პროტესტი გამოუცხადა და ამხანაგური მატჩის თამაშზე, რომელიც უკვე ჩანიშნული იყო, უარი თქვა.
Klub neplánuje přípravné utkání s ŠK Slovan Bratislava.
— SK Slavia Praha (@slaviaofficial) January 23, 2024
ჩეხური კლუბის პრეზიდენტმა იაროსლავ ტვრდიკმა განაცხადა, რომ სლავია გააგრძელებს უკრაინის თანადგომას და გუნდი სლოვანის ნაცვლად სხვა სლოვაკურ გუნდს ზლატე მორავცეს (იური ტაბატაძის, გიორგი ჯინჯოლავასა და ლევან ნონიკაშვილის გუნდი) ეთამაშება, ამ მატჩიდან მიღებული შემოსავალი კი სწორედ უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება.
სლავიას სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა იაკუბ სპლავეცმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ არ ვითამაშებთ სლოვანთან. ეს პოლიტიკის საკითხი არაა, ეს ადამიანურ ღირებულებებს ეხება. ჩვენ ამაში ცხადი პოზიცია გვაქვს."
თავად სლოვაკები არანაირ განცხადებას არ ავრცელებენ, მატჩის შესახებაც კლუბის ოფიციალურ პლატფორმებზე არაფერი წერია, თუმცა ყველაფერს მოსკოვის დინამოს გვერდიდან ვიგებთ.
რუსებმა შეხვედრა 2-1 მოიგეს. მატჩში მონაწილეობა ლუკა გაგნიძემ (მოსკოვის დინამო), გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამაც (სლოვანი) მიიღეს, ამ უკანასკნელმა მე-4 წუთზე გოლიც გაიტანა.
კომენტარები
2 თვის წინ
1 თვის წინ
2 თვის წინ