Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ჩაკვეტაძის მიერ წინა კვირის მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.
ქოვენთრისთან მარცხის (0:1) შემდეგ, უოტფორდმა მწვრთნელი გაუშვა და მოვალეობის შემსრულებლად მან იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი, ტომ კლევერლი დანიშნა, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრაში, ბირმინგემთან სტუმრად, ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა.
გიორგიმ მოედანზე 79 წუთი გაატარა, 68-ზე ყვითელი ბარათი მიიღო, SofaScore-მ კი ამ მატჩისთვის 6.6 შეფასება დაუწერა.
უოტფორდმა აღნიშნული შეხვედრა 1:0 მოიგო, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ჩაკვეტაძემ აღნიშნული შეხვედრა უპრობლემოდ ჩაატარა და შესაბამისად, 21-ში ლუქსემბურგის წინააღმდეგ ყველანაირი გართულების გარეშე ითამაშებს.
კომენტარები
7 საათის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ