-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა ლევერკუზენის ცენტრალური მცველის, ჯონატან ტას დამატებასთან ახლოსაა.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი პირადად ჰანსი ფლიკის მოთხოვნაა.
ტას ლევერკუზენთან სეზონის ბოლოს ხელშეკრულება ეწურება და მას ბარსელონაში გადასვლა უფასოდ შეუძლია.
მის მიმართ ინტერესს სხვადასხვა გუნდები გამოთქვამენ, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ბარსელონა ლიდერობს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ახალ სეზონს ტა ბარსელონაში დაიწყებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები