Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"რა სჭირს მანჩესტერ იუნატედს? ჩვენ მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. ეს არის პრობლემა. მთავარი საკითხი მეტი გოლის გატანაა. გვყავს მოთამაშეები, რომელთაც გოლების გატანის უნარი აქვთ, ეს აშკარაა.
კვლავ ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეები დავიმატეთ, გასულ წელს ჰოილუნდი, ახლა კი ზირკზე და ლენი იორო. მათი გვჯერა, მაგრამ თან მოუთმენელი ვარ. მინდა, რომ პირდაპირ წინ წავიდე, თუმცა ჩვენ წარმატება გვქონდა და უნდა ვიმუშაოთ, რომ მეტი წარმატება მოვიდეს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინვესტიცია ჰოილუნდში, იოროსა და ზირკზეში ჩაგვედო. ისინი უნდა განვითარდნენ, ამას კი დრო სჭირდება." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
გსურს, პრემიერლიგის მატჩებს ლაივში უყურო? გადადი ამ ბმულზე და უყურე ფეხბურთს უფასოდ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები